ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Forbes -მა მილიარდერების ჯამური ქონება 9.1 ტრილიონად შეაფასა
7 მარტი, 2018, 10:23
Forbes -მა მილიარდერების ჯამური ქონება 9.1 ტრილიონად შეაფასა

თბილისი (GBC) - Forbes-ის მილიარდერების რეიტინგს ჯეფ ბეზოსი ჩაუდგა სათავეში.

გავლენიანმა ჟურნალმა  2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა შეიყვანა - 2208 მილიარდერი 72 ქვეყნიდან. შარშანდელ სიაში მხოლოდ 2043 მილიარდერი იყო.

მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 9.1 ტრილიონი დოლარია, რაც წლიურ ჭრილში 18%-იან ზრდას აჩვენებს.

ოთხწლიანი ლიდერობის შემდეგ, მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა ბილ გეიტსი. პირველობა ამჯერად Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს ერგო, რომელიც ერთადერთია, ვისაც 100 მილიარდზე მეტი ქონება აქვს.

2018 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჯეფ ბეზოსი - $112 მილიარდი
  2. ბილ გეიტსი - $90 მილიარდი
  3. უორენ ბაფეტი - $84 მილიარდი
  4. ბერნარ არნო - $72 მილიარდი
  5. მარკ ცუკერბერგი - $71 მილიარდი
  6. ამანსიო ორტეგა - $70 მილიარდი
  7. კარლოს სლიმი - $67.1 მილიარდი
  8. ჩარლზ კოხი - $60 მილიარდი
  9. დევიდ კოხი - $60 მილიარდი
  10. ლარი ელისონი - $58.5 მილიარდი

საქართველოდან რეიტინგში  მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.6 მილიარდით ის 456 ადგილზეა ($4.5 მილიარდი და 367-ე ადგილი 2017 წელს).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები