ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება
6 მარტი, 2018, 10:47
გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება

თბილისი (GBC) - გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ კომპლექსური გეგმისა, რომელიც ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციას ითვალისწინებს.

„მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები.  ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა შემუშავებული. ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი. დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურას, გარკვეულწილად, ართულებს,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მოქალაქეები გვარის შეცვლის შედეგად, რამდენჯერმე, სხვადასხვა გვარით ახერხებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას, რაც დანაშაულია.

„ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რათქმაუნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრნმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები