| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სატვირთო გადაზიდვებში პოზიტიური დინამიკის გაჩენას HUB GEORGIA – ს ექსპერტი მაისიდან ელის.
პაატა ცაგარეიშვილი GBC-სთან ამბობს, რომ წლის ნეგატიურად დაწყება არ ნიშნავს ამ ტრენდის უცილობლად შენარჩუნებას.
ექსპერტი იმედს ტრანსკასპიური მარშრუტის რიანიმაციაზე აკეთებს, რომლის მმართველ რგოლში პრაქტიკოსი გადამზიდავები შეიკრიბნენ და იმედიც გააჩინეს, რომ ეს მარშრუტი დერეფნის განვითარებას სხვა დინამიკას მისცემს.
ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ძალისხმევა მიემართოს პოტენციური ტვირთნაკადების გამოყოფაზე და მათთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე. აქცენტი კი, არსებული რეალობიდან არა ჩინეთზე, არამედ ცენტრალურ აზიაზე უნდა გაკეთდეს.
„ჩინეთის სტრატეგია გასაგები და თვალნათელია“, - ამბობს ექსპერტი და ჩინური მხარის მხრიდან ერთგვარ ვაჭრობაზე აღნიშნავს. ჩინეთი ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნებს და რუსეთს ტარიფების დაკლებაზე ევაჭრება და ერთმანეთის კონკურენტს ხდის.
„ჩინეთიდან სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივა ცოტა შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია. თუ განვიხილავთ იმ მოცულობებს, რომელიც 2017 წელს, ევროპა-ჩინეთს შორის იყო, სულ 440 000 კონტეინერი იყო სახმელეთო გზით გადაზიდული, მაშინ როდესაც 21 მლნ კონტეინერი მოძრაობდა საზღვაო ხაზებით. ეს იმას ნიშნავს, რომ წილობრივი გადანაწილება საზღვაო და სახმელეთო ხაზებს შორის 98% / 2% -ზეა. 2%-იანი ტვირთნაკადისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი, არ მგონია, რომ დერეფნის მონაწილე სახელმწიფოებისთვის იყოს ძალიან მიმზიდველი, იმიტომ ეს ჩადებულ ინვესტიციას არ ექნება მაღალი ფინანსური უკუგება, - მიიჩნევს ცაგარეიშვილი.
ექსპერტი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიიდან მშრალი და ნაყარი ტვირთების მოზიდვა, შაქრის გადაზიდვის აღდგენა, რომელიც მთლიანად დაიკარგა. ასევე პერსპექტიულია უკრაინიდან ტვირთების მოზიდვაც, მათ შორის ხორბლის და მზესუმზირის ზეთის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss