| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის შემცირების ტრენდის გაგრძელებას რეგიონში, საპორტო მოსაკრებელების და გადაზიდვის ტარიფების ზრდას უკავშირებს HUB GEORGIA -ს ექსპერტი.
პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს უარყოფითი სიგნალია დერეფნის მასშტაბით, რადგანაც ტარიფების ნებისმიერ ზრდას ჯაჭვური რეაქცია გააჩნია და დერეფნის კონკურენტუნარიანობას ამცირებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დერეფანი, რუსეთთან შედარებით, ისედაც ნაკლებკონკურენტულია მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას.
ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ 2018 წლიდან აქტაუს, კურიკის და თურქმენბაშის ნავსადგურებში 25 - 30 %ით გაიზარდა საპორტო მოსაკრებლები, რასაც ავტომატიურად მოჰყვა აზერბაიჯანის საზღვაო სანაოსნოს მხრიდან საბორნე გადაზიდვებზე 2-3% იანი ტარიფების ზრდა.
„გადამზიდავების ინფორმაციით, კასპიის რეგიონში სინქრონულად მოხდა იანვარ-თებერვალში ტარიფების ზრდა, ამან გამოიწვია საქართველოს ნავსადგურებში, ტერმინალებში ნავთობის გატარებაზე ტარიფები გაზრდა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ბოლო 5 წელია ტვირთბრუნვის კრების ტრენდია, რაც იანვარშიც შენარჩუნდა.
შეგახსენებთ, იანვარში საქართველოს დერეფანში 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. წლის პირველივე თვეში 0.3 მილიონიანი ვარდნაა. მათ შორის 100 000 ტონა დააკლდა საზღვაო პორტებს, სადაც ტვირთბრუნვა 1.3 მილიონამდეა შემცირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss