| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს დერეფანი ტვირთების დაბრუნებას ვერ ახერხებს.
რეგიონში ეკონომიკური ფონის გამოცოცხლების მიუხედავად, სატვირთო გადაზიდვები ისევ ეცემა. იანვარში საქართველოს დერეფანში 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. წლის პირველივე თვეში 0.3 მილიონიანი ვარდნაა. მათ შორის 100 000 ტონა დააკლდა საზღვაო პორტებს, სადაც ტვირთბრუნვა 1.3 მილიონამდეა შემცირებული.
ამ ფონზე გაზრდილია გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 316 კონტეინერით.
ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საავტომობილო გზით 2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, 100 ათასით მეტი, ვიდრე შარშან, თუმცა ამან მაინც ვერ შეძლო სარკინიგზო ტვირთებში 300 ათასიანი კლება. რკინიგზით 0,7 მლნ ტონა ტვირთია გადაზიდული.
რაც შეეხება პორტებს: ფოთის პორტმა 0.6 მლნ ტონა ტვირთი მიიღო, ბათუმმა 0.3 მლნ (-0.1 მლნ) ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვა 0.4 მილიონამდეა გაზრდილი, სუფსის 0.1 მლნ ტონაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss