| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წლის მთავარი ოსკარის მფლობელი ფილმი "წყლის ფორმა" გახდა.
გილიერმო დელ ტოროს ახალი ნამუშევარი წელს 13 კატეგორიაში იყო წარდგენილი. გარდა წლის ფილმის ტიტულისა, ფილმს კიდევ 3 ოსკარი ერგო. გილიერმო დელ ტორო საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა; ასევე ოსკარი ერგო ფილმს "საუკეთესო საუდტრეკისა" და "ფილმის საუკეთესო დიზაინისთვის"
"წყლის ფორმა" პრემიერა 2017 წლის 31 აგვისტოს შედგა. კინოგაქირავებაში კი, 2017 წლის 1 დეკემბერს ჩაეშვა.
ფილმის გადაღება სულ 19.5 მლნ დოლარი დაჯდა. boxofficemojo.com -ის მონაცემებით კი, მისი საკასო შემოსავალი ამ დროისათვის 126. 4 მლნ დოლარია.
ფილმში მოქმედება ამერიკაში, 1963 წელს ცივი ომის დროს ვითარდება. სიუჟეტის ცენტრშია ელიზა, ლაბორატორიის დამლაგებელი, სადაც ტყვედ აყვანილი ადამიანი-ამფიბია იმყოფება. ელიზას ადამიანი-ამფიბია უყვარდება და გადაწყვეტს მას გაქცევაში დაეხმაროს. თუმცა, აღმოაჩენს, რომ ცხოვრება ლაბორატორიის გარეთ ადამიანი-ამფიბიისთვის შეიძლება ბევრად უფრო საშიში აღმოჩდეს, ვიდრე ეს მას ადრე წარმოედგინა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
რეჟისორი - გილერმო დელ ტორო ("წყლის ფორმა")
ქალის როლი - ფრენსის მაკდორმარდი (სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური)
მამაკაცის როლი-გარი ოლდმანი ("Dark Times")
ადაპტირებული სცენარი - Call me by your name
ორიგინალური სცენარი - Off
ოპერატორი - როჯერ დიკენსი
ქალის მეორეხარისხოვანი როლი- ელისონ ჯენი ( მე, ტონია)
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი -სემ როქუელი
უცხოენოვანი ფილმი - "ფანტასტიკური ქალი"
სრულმეტრაჟიანი მულტფილმი - "კოკორის საიდუმლო"
დოკუმენტური ფილმი-"იკაროსი"
საუნდტრეკი ალექსანდრე დეპლა ("წყლის ფორმა")
სიმღერა - დამიმახსოვრე ("კოკორის საიდუმლო")
მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი- Dear basketball
დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი - Paradise is a cork on the 405th highway
ხმის რეჟისურა და მონტაჟი - „დიუნკერკი''
სპეციალური ეფექტები - Blade Runner 2049
კოსტიუმები - Ghost Thread
მაკიაჟი და ვარცხნილობა - Dark times
ფილმის საუკეთესო დიზაინი – “წყლის ფორმა”
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss