ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებისთვის საქართველო $70 მილიონს დახარჯავს
2 მარტი, 2018, 10:27
ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებისთვის საქართველო $70 მილიონს დახარჯავს

თბილისი (GBC) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ხელშეწყობით, საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარების ახალი პროგრამა იწყება, რომელიც  1.7 მილიონი ადამიანის უკეთ დაცვას წყალდიდობისა და წყალმოვარდნისაგან, გვალვისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან. 

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია  შევამციროთ გარემოსდაცვითი რისკები.  ახალი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ უკეთ დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დამანგრეველი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებისგან“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

შვიდ წელზე გათვლილი 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა „საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“ განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მისი დაფინანსება შედგება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტისგან (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილისგან (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტისგან (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. 

საქართველოში ჩატარებული შეფასებებისა და პარიზის შეთანხმებაში „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (INDC) დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს არ გაატარებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომებს, მისი ზარალი 2021 – 2030 წლებში 10-დან 12-მდე მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ამავე შეფასებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომების ღირებულება დროის ამავე პერიოდში 1.5-2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობაში ინვესტირება მომგებიანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. საქართველოში რისკების მართვა კვლავაც რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე გამოვლენილ რისკებზე რეაგირებას მოიცავს. ასეთი მიდგომა განაპირობებს მაღალ ხარჯებს ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა კომპენსაციებზე და კატასტროფის შემდგომ აღდგენაზე, ისევე როგორც ეკომიგრანტების რიცხვის ზრდას. პროექტის განხორციელების შედეგად, კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა შეიცვლება რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით,” - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი პროექტის მიზანია საქართველოში მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვა წარსულში განხორციელებული წარმატებული ინიციატივების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის მიერ მდინარე რიონის აუზში შესრულებული პროექტია, რომლის  ფარგლებში მოხდა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით შემუშავებული განვითარების პოლიტიკისა და მოსახლეობის ადაპტაციის ზომების გამოცდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები