ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე: დოლარიზაციის მაჩვენებლების შემცირება გრძელდება
28 თებერვალი, 2018, 17:55
კობა გვენეტაძე: დოლარიზაციის მაჩვენებლების შემცირება გრძელდება

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დოლარიზაციის შემცირების ტრენდის გაგრძელებაზე აღნიშნავს. 

კობა გვენეტაძე "თვის მიმოხილვაზე" დაყრდნობით Facebook-ში წერს, რომ იანვარში  დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.4 პროცენტს შეადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან დეპოზიტების დოლარიზაცია 7.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ბანკირის ინფორმაციით იანვარში სესხების დოლარიზაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.1 პროცენტს შეადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 13.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 9.0 პროცენტული პუნქტით იკლო.

2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 611.3 მლნ ლარით (3.1 პროცენტით) შემცირდა და 19.2 მლრდ ლარს გაუტოლდა. მათ შორის, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 15.5 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) და 6.83 მლრდ ლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 413.0 მლრდ ლარით შემცირდა და 21.47 მლრდ ლარს გაუტოლდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები