ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზოიძე: თამბაქოს კონტროლის კანონით გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს
28 თებერვალი, 2018, 17:14
ზოიძე: თამბაქოს კონტროლის კანონით  გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს

თბილისი (GBC) -  “გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“,- ამ სლოგანით დღეს საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა.

ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანია 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონმდებლობის ძალაში შესვლას ეძღვნება.

“პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ კანონით მომდევნო 53 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა მოხდება და უფრო მეტიც, ის მოიტანს მნიშვნელოვან  ეკონომიკურ სარგებელსაც.

„შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და  ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულებით, როგორც ამას  ჩვენ გაეროს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის გლობალური სამდივნოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგები გვეუბნება, მოგვეცემა საშუალება, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები და დავზოგოთ თანხები, რომელთა გამოყენება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ შეგვიძლია“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ  კანონმდებლობის აღსრულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქტიურ სამოქალაქო პოზიციას ენიჭება. 

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან პასიურები.  ნუ იქნებიან პასიური მწეველები, იმიტომ, რომ ეს დამღუპველია. მათი აქტიური სამოქალაქო პოზიცია კანონის აღსრულებაში გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება  მზადაა, რომ კანონმდებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულონ, მაგრამ პირველი აღმასრულებელი, პირველი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ 50 ათასზე მეტი ადამიანი გადავარჩინოთ სიკვდილს, ისევ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მათ შორის - ჩვენი თანამოქალაქე მწეველები, რომელთა წინააღმდეგ ნამდვილად არ არის ეს კანონი მიმართული. ეს კანონი მიმართულია თამბაქოს ინდუსტრიის და მისი მომაკვდინებელი შედეგის წინააღმდეგ“,- მიმართა დამსწრეებს აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის  დავით სერგეენკოს განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, თამბაქოს კონტროლის როლი  გლობალურ ჯანდაცვაში უმნიშვნელოვანეს მიღწევებს გაუტოლდება. მინისტრმა საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი მიზანი რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაა.

„ჩვენი დღევანდელი და მომდევნო ღონისძიებების მთავარი ამოცანა არის  საზოგადოებრივი ცნობადობის გაზრდა - თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების თითოეული წევრის ჩართვა ამ უმნიშვნელოვანეს ინტერვენციაში. რაც შეეხება, საკუთრივ თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობას უტყუარი და დადასტურებული მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, თუ რა ზიანს იწვევს და რამდენ სიცოცხლეს იწირავს, მას შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. გულწრფელად მჯერა იმისა, რასაც ახლა ვიტყვი, რაც, შესაძლოა, ახლა გადაჭარბებულად ჟღერდეს, რომ გავა ცოტა დრო და თამბაქოს კონტროლი გლობალურ ჯანდაცვაში გაუტოლდება ისეთ ინტერვენციებს, როგორიც, თავის დროზე, იყო ანტიბიოტიკის აღმოჩენა, ვაქცინაცია და მჯერა, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით თამბაქოს კონტროლი დადგება ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევების გვერდით და ჩვენ რეალურად შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. მჯერა, რომ ეს მოძრაობა, რომელიც დღეს დაიწყება, იქნება ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები