ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო აუდიტმა  მსოფლიო ბანკის პროექტის აუდიტი დაიწყო
28 თებერვალი, 2018, 11:42
სახელმწიფო აუდიტმა  მსოფლიო ბანკის პროექტის აუდიტი დაიწყო

თბილისი (GBC) -  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის  „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) პირველი დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი დაიწყო. 

პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს   მსოფლიო ბანკმა  და   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის იანვარში მიმართეს. 

მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა” (SRAMP) დაფინანსებაზე ხელშეკრულება საქართველოსა და  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს  გაფორმდა. 

პროექტში შემუშავებულია დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენება, სადაც გადახდები პროექტით განსაზღვრულ შედეგების მიღწევასა (Disbursement-Linked Indicators, DLIs). და ამ შედეგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გადამოწმება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.     

სასესხო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის შეფასება და მიღწეული შედეგების გადამოწმება/დადასტურება უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ  მსოფლიო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი  პირობების შესაბამისად. დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდეგ,  საავტომობილო გზების დეპარტამენტი  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელ ანგარიშს   მსოფლიო ბანკს წარუდგენს.   

მსოფლიო ბანკის პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი   2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე  პერიოდს მოიცავს.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები