ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზებისთვის 2 პირი დააკავა
წყარო: საგამოძიებო სამსახური
28 თებერვალი, 2018, 11:24
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზებისთვის 2 პირი დააკავა

თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი“. ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 

ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები