| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ ლევან კალანდაძე დაინიშნა, - ინფორმაციას სააგენტო BPI-ია აქვეყნებს.
ლევან კალანდაძეს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილე. ასევე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში.
ბოლო პერიოდამდე ლევან კალანდაძე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ხელმძღვანელი. კითხულობს საჯარო ფინანსების ლექციების კურსს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ (IBSU). იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ (GSMEA) აღმასრულებელი დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანიებში პირველი არხი და GDS-ში ეკონომიკურ ანალიტიკოსად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss