ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IHK საქართველოში პროგრამის 3 წლით გახანგრძლივებას განიხილავს
27 თებერვალი, 2018, 11:12
IHK საქართველოში პროგრამის 3 წლით გახანგრძლივებას განიხილავს

თბილისი (GBC) -მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატისა (IHK) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპარტნიორო პროექტის შემფასებელმა მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

დასკვნითი შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შედგა, სადაც მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. IHK-მ 3-წლიანი პროექტი დადებითად შეაფასა და მისი   კიდევ 3 წლით გახანგრძლივების საკითხი დადგა. 

გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი დუალური პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე გაკეთდა. ამ კუთხით პალატა  წარმატებული გერმანული მოდელის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს, რაშიც გერმანული მხარე აქტიურად უჭერს მხარს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გეგმავს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რომელიც დუალური განათლების სისტემაში კერძო სექტორს, პროფესიულ სასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

კიდევ ერთი ძირითადი საკითხი შეხვედრაზე რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად პალატის როლის  გაძლიერება იყო. სწორედ ამ კუთხით, ბოლო 3 წლის განმავლობაში მხარეები აქტიურად მუშაობდნენ,  ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში და  რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიგეგმა ტრენინგები და სემინარები მათი საჭიროებების მიხედვით. საპარტნიორო პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყო პალატის წარმომადგენლობების გაძლიერებას რეგიონებში.

შემაჯამებელ შეხვედრას პალატის პრეზიდენტისა და მენეჯმენტის გარდა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე რეგიონული პალატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები