ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბახტაძე: 3-4 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ მეტ ადამიანს გადასულს მსხვილ ბიზნესში
26 თებერვალი, 2018, 17:36
ბახტაძე: 3-4 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ მეტ ადამიანს გადასულს მსხვილ ბიზნესში

თბილისი (GBC) – 3-4 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ მეტ ადამიანს გადასულს მსხვილ ბიზნესში.  ეს არის ეკონომიკის განვითარებს დაუწერელი კანონი, - პოზიტიურ მოლოდინზე ფინანსთა მინისტრმა Facebook- ჩართვისას ისაუბრა.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ განუზომელია ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ახალი ინიციატივებით მიიღებს (ბრუნვის გადასახადის 1%-მდე შემცირება. ბრუნვის ზედა ჭერის 0.5 მლნ ლარამდე გაზრდა). ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ ინიციატივების შემუშავებისას აქცენტი არა ფისკალურ ნაწილზე, არამედ ბიზნესის ამ სეგმენტის განვითარებაზე გაკეთდა, რადგანაც  მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წინაპირობა  უმუშევრობის დაძლევისთვის.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ხელს შეუწყობს მეტ აქტივობას. მეტი ადამიანის დასაქმებას მცირე და საშუალო ბიზნესში... ყველაზე ცუდ შემთხვევაში საუბარია 40 მილიონი ლარის ფისკალური რისკზე  და განუზომლად დიდია ის სიკეთე, რას ჩვენ მივიღებთ, როგორც სახელმწიფო, იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეღავათს გავავრცელებთ ჩვენ მცირე და საშუალო მეწარმეებზე“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისი გათვლებით, 3-4 წლიან პერიოდში წახალისებული მცირე და საშუალო ბიზნესი მსხვილ ბიზნესად გადაიქცევა - „ეს არის ეკონომიკის განვითარების დაუწერელი კანონი.  მსხვილი დამსაქმებლები თავისუფალ ადგილზე თვისით არ ჩნდებიან. როგორც წესი,  ისინი არიან მცირე და საშუალო ბიზნესიდან,  რომელიც აფართოებს საქმიანობას და ხდება მსხვილი გადამხდელი“.    

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები