ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მუზაკი - რატომ ვყიდულობთ სავაჭრო ცენტრებში  სასარგებლოსაც და უსარგებლოსაც
26 თებერვალი, 2018, 15:26
მუზაკი - რატომ ვყიდულობთ სავაჭრო ცენტრებში  სასარგებლოსაც და უსარგებლოსაც

თბილისი (GBC) - რა გვახვევს თავბრუს, სავაჭრო ცენტრში რატომ  ვყიდულობთ სასარგებლოსაც და უსარგებლოსაც, რა გვამოძრავებს სიხარბე, სურვილებს ვერ ვიოკებთ თუ რა გვჭის,  "თვალი გვაყრუებს თუ ყური გვაბრმავებს",  - თიბისი ბიზნესი სახალისო ბლოგით გვიხსნის:

„რა არის ეს? თავშეუკავებლობა? ე.წ. „შოპოჰოლიზმი“, თუ რაღაც სხვა - ის, რაც თქვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებელია? იქნებ, ამაში „დამნაშავე“ თქვენი თვალები და სურვილები კი არა, არამედ ყურებია? ყურები, რომლებსაც განუწყვეტლივ ესმით ის, რასაც თქვენ სუპერმარკეტის, ან მაღაზიის დატოვების შემდეგ ვერც გაიხსენებთ და ვერც გაიმეორებთ, რადგანაც, უბრალოდ, ყურადღებაც კი არ მიგიქცევიათ და გარემოს ისეთივე ატრიბუტად ჩათვალეთ, როგორიცაა, მაგალითად, ჭერზე დამაგრებული ნათურა, ან პროდუქტების ურიკა.

ეს იოლად მოსასმენი, მსუბუქი და გამეორებადი მუსიკა  ე.წ. მუზაკია - ფონური მუსიკის (background music) ნაირსახეობა, რომელიც, მრავალი წელია, წარმატებით „მუშაობს“ ევროპასა და ამერიკაში და ჩვენთანაც იკიდებს ფეხს.  

ფონურ მუსიკას და მათ შორის მუზაკსაც, უფრო უტილიტარული დანიშნულება აქვს, ვიდრე მხატვრული. ის ყოველთვის ხმადაბლა ჟღერს და იმდენად პასიური მოსმენისთვისაა განკუთვნილი, რომ შეიძლება ყურადღება არც კი მიიქციოს. მაგრამ მას თავისი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ძალა აქვს და, როგორც კვლევების შედეგად დგინდება, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

ყველაზე ადრე მუსიკის ფონად ქცევის იდეა ცნობილი კომპოზიტორის, ერიკ სატის თავში გაჩნდა. 1917 წელს მან შექმნა მუსიკა, რომელსაც სივრცეში ისეთივე ფუნქცია უნდა შეესრულებინა, როგორც ავეჯს, სახელწოდებაც ასეთივე შეურჩია: musique d’ameublement. ეს იყო მოკლე, იოლად დასამახსოვრებელი და ხშირად გამეორებადი მუსიკა, რომელიც ყურადღებით მოსმენისთვის არ იყო განკუთვნილი. ეს პიესები, კომპოზიტორის სიცოცხლეში, მართალია ხშირად არ სრულდებოდა, მაგრამ ერთ-ერთის შეკვეთა მან ამერიკიდანაც მიიღო. სატის ეს იდეა, მოგვიანებით, ძალზე ახლობელი აღმოჩნდა სწორედ ამერიკელი ჯონ კეიჯისთვის და ამერიკული რეპეტიტიული მინიმალიზმის „მამების“ - სტივ რაიხის, ტერი რაილისა და ფილიპ გლასისთვის.

დაახლოებით იმავე წლებში, ამერიკაში ცათამბჯენების ლიფტებში მეტისმეტად ემოციური მგზავრებისთვის მსუბუქი, დამამშვიდებელი მუსიკის გაშვება დაიწყეს. ასე წარმოიქმნა ფონური მუსიკის კიდევ ერთი ნაირსახეობა, ე.წ. ლიფტის მუსიკა (Elevator Music).

აი, თავად მუზაკი ამერიკელი გენერალ-მაიორის, ჯორჯ ო. სკვაირის გამოგონებაა. პირველი მსოფლიო ომის დროს გენერალი რადიოსიგნალების გადაცემას ხელმძღვანელობდა, ოციან წლებში კი მუსიკის ელექტროსადენებით გადაცემის მეთოდი დააპატენტა და  კომპანია Wired Radio დააარსა. 1934 წელს, ბაზარზე პირველად გამოჩნდა პროდუქტი, რომელსაც დღეს მუზაკის სახელით ვიცნობთ. ეს უცნაური სიტყვა კომბინაციაა music-ის და Kodak-ის, რომლის ჟღერადობაც, გენერალს, თურმე, ძალიან მოსწონდა.

თავდაპირველად, სკვაირი, სპეციალური ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით, ფონურ მუსიკას რეზიდენციებს, შემდეგ კი რესტორნებსა და სასტუმროებს გადასცემდა და, თავისუფალი რადიოსადგურებისგან განსხვავებით, რეკლამებისგანაც თავისუფალი იყო. მალევე, მუზაკის მარკეტოლოგებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ფონური მუსიკა საწარმოებში მომუშავეთა პროდუქტიულობას ამაღლებდა, მორალურ მდგომარეობას აუმჯობესებდა და გაცდენებს ამცირებდა.

აქედან დაიწყო კვლევები, რომლებიც აჩვენებდნენ, თუ რამდენად ეფექტური იყო მუზაკი ქარხნებში, შემუშავდა სპეციალური სტრატეგია, რომლის მიხედვითაც სწრაფი და ნელი ფრაგმენტების მონაცვლეობით მუშების შრომის ნაყოფიერება ქვეცნობიერად უნდა გაზრდილიყო. ჩანაწერში არ უნდა ყოფილიყო ვოკალი და ინსტრუმენტებიც ისე უნდა შერჩეულიყო, რომ მუსიკას ყურადღება არ მიექცია. ამ მეთოდს მალევე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები და ავტორები აზროვნების კონტროლში და ტვინის გამორეცხვის მცდელობაში დაადანაშაულეს. საპასუხოდ, მუზაკმა წარმოადგინა კვლევა, რომელიც თავადვე დააფინანსა და რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ წარმოება ცხრა პროცენტით იყო გაზრდილი. ამგვარი კვლევები და ტესტირებები მომდევნო წლებშიც ხშირად ტარდებოდა და საკმაოდ დადებით დასკვნებსაც დებდა.  მუზაკის პოპულარობა თანდათანობით იზრდებოდა და დროთა განმავლობაში ის თეთრ სახლსაც მისწვდა, პენტაგონსაც და ვატიკანსაც კი.

ბოლო ათწლეულებში, მუზაკი, ძირითადად, საცალო ვაჭრობის ობიექტებისთვის იწარმოება. მისი მისიაა ამგვარ სივრცეებში განსაკუთრებული ატმოსფერო და განწყობა შექმნას, ერთგვარად მოადუნოს მომხმარებელი და მაღაზიაში ბევრი დრო გაატარებინოს, შესაბამისად - ბევრი პროდუქტიც შეაძენინოს. ასეთ ადგილებში გაყიდვების რაოდენობის ზრდა, კვლევების მიხედვით, ათიდან ოცდაათ პროცენტამდე მერყეობს.

დღესდღეობით, მუზაკი მრავალი სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს: მუქი, ნათელი, დინამიკური, ბედნიერი და სევდიანი, მამაკაცური და ქალური მუსიკა. სპეციალისტების და სპეციალური პროგრამების მიერ დამუშავებული სახით, ეს მუსიკა, ნებისმიერი გარემოსთვის შესაფერის სახეს იღებს, იქნება ეს ანტიკვარიატის თუ საბავშვო თეთრეულის მაღაზიები, ან, თუნდაც, ძვირადღირებული რესტორანი. მთავარი მიზანი აქ გონების კონტროლი კი არა, არამედ მუსიკის მეშვეობით პროდუქციის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილების გაძლიერებაა. ეს მხოლოდ სწორად შერჩეული ფონური მუსიკის საშუალებითაა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში შედეგი რომ არ დააყოვნებს - ამაში სპეციალისტებს ეჭვიც არ შეაქვთ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები