| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპატრულო პოლიცია მალე AXON -ის ბრენდის სამხრე კამერებით აღიჭურვება.
ეს ის კამერებია, რომლებიც სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესის პოლიციის აღჭურვილობაშია.
შს სამინისტროს ცნობით, კამერების, სერვერული ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა/გამართვა მაისამდე მოხდება და პოლიციაც ახალი კამერებით აღიჭურვება.
განახლების აუცილებლობას შსს-ში საპატრულო პოლიციის მოძველებულ და მწყობრიდან გამოსული კამერებით ხსნიან. უკვე 5 წელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ჩინური წარმოების AEE ბრენდის სამხრე ვიდეო კამერებით სარგებლობს და როგორც სამინისტროში ამბობენ, ხშირია ჩაწერილი ფაილების ტექნიკური წუნი.
შერჩეული AXON BODY 2 -ის სამხრე კამერა კი, მათივე ცნობით, სრულად აკმაყოფილებს საპატრულო პოლიციის მოთხოვნებს.
სამხრე კამერების მიწოდების შესყიდვას შსს გამარტივებული შესყიდვით მოახდენს. შესყიდვის ღირებულება 5,08 მლნ ლარია.
"იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერო პროცედურები არ იძლევა საშუალებას კონკრეტულად იქნას მითითებული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები და შერჩევისას გათვალისწინებული იქნას წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და ვინაიდან საუბარია სახელმწიფო და საზოგადო მნიშვნელობის პროექტზე, მიზანშეწონილია შესყიდვა განხორციელდეს დროის უმოკლეს ვადებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით", - მიიჩნევენ შსს-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss