| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლია გარდა საპორტო-ლოგისტიკური ქალაქისა, რეგიონის ფინანსური ცენტრიც გახდება, - ამბიციურ გეგმაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
თიბისი ბანკის დამფუძნებელს ამის თქმის საფუძველს საქართველოს საბანკო სექტორი აძლევს.
„საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული საბანკო სისტემა. ზომით ვართ ჯერ პატარა, მაგრამ ტექნოლოგიებით, ხარისხით, მომსახურებით და ამბიციით, პირდაპირ ვამბობ, არათუ ჩამოუვარდებით, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის წამყვან ბანკს ვჯობივართ. ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებს ანაკლია განვიხილოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად და ამ სეგმენტს სერიოზული ადგილი ექნება ამ ქალაქში“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
მომავლის ქალაქში კიდევ რამდენიმე იდეის განხორციელება მოხდება- აშენდება ცენტრალური პარკი და საერთაშორისო იპოდრომი, რომელიც ტურნირებს უმასპინძლებს და ადამიანების დაახლოებას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით, ხაზარაძემ დუბაის და ირლანდიის მაგალითი მოიხმო და აღნიშნა, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც მდიდარი ადამიანები ტურისტული მიზნითაც ჩამოვლენ.
“ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” პროცესი უკვე დაიწყო. პროექტს ბრიტანული BuroHappold Engineering მოამზადებს.
ქალაქი ანაკლია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss