ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ცეზარმა აშშ-ში ექსპორტი გაზარდა და ევროპის ბაზარზე შესვლისთვის ემზადება
  მარიამ მინაძე
23 თებერვალი, 2018, 12:58
ცეზარმა აშშ-ში ექსპორტი გაზარდა და ევროპის ბაზარზე შესვლისთვის ემზადება

თბილისი (GBC) – კომპანია „ცეზარი“  აშშ-ში პოზიციებს იმყარებს.

ქართული ყველის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი არკადი კახაძე ამბობს, რომ ამერიკაში განსაკუთრებული მოწონებით მათ მიერ წარმოებული სულგუნი სარგებლობს.

„ცეზარი“ ამერიკულ ბაზარზე ნიუ -იორკსა და ლოს-ანჯელესშია  წარმოდგენილი. მომხმარებლებს შორის კი ქართველები, სომხები, რუსები და თავად ამერიკელები არიან.

„ამერიკულ ბაზარზე უკვე ორი წელია ვახორციელებთ ექსპორტს, დაწყებიდან დღემდე კი ზრდა ძალიან დიდია. თავდაპირველად 50-100 კილო პროდუქცია გაგვქონდა, დღეს კი 400 ათასი ლარის ღირებულების ექსპორტს ვახორციელებთ. წლის ბოლომდე კი ნახევარ მილიონ ლარამდე ზრდა გვაქვს დაგეგმილი, ესაა მინიმუმ 20-25 ტონა პროდუქცია“, - აცხადებს კახაძე და აღნიშნავს, რომ პროდუქცია შეაქვთ როგორც დიდი ასევე მცირე ზომის მარკეტებში.  გასაყიდი ფასი კი $15-ია.

მისივე თქმით, ამერიკული ბაზრის პარალელურად, უკვე გაგზავნილია ნიმუშები ევროპაშიც და  მიდის მუშაობა ISO სერთიფიკატის აღებაზეც და იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ ორი ევროპული ქვეყნის ბაზარს აითვისებენ. ევროპაში ყველის გასაყიდი ფასი ამერიკულის მსგავსი იქნება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კახაძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარზე რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქცია გამოჩნდა, რთული გახდა კონკურენცია. ის კომპანიები, რომლებიც ქართული ბაზრისთვის ყველს აწარმოებენ პრაქტიკულად წაგებაზე მუშაობენ, რადგან რთულია ადგილობრივ ბაზარზე აწარმოო ნატურალური პროდუქცია, დააკმაყოფილო ყველა მოთხოვნა და ეს ყველაფერი გათვალო ისე, რომ კომპანიას მოგება დარჩეს. ცეზარი“ კი 100%-ით ნატურალურია, ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს მისი ყიდვა CarreFour-ის ქსელში  შეუძლია, ფასი კი 16 ლარია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები