| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ჩემი ხელფასის 2/3 ქველმოქმედებაში მიდის, - GBC დაინტერესდა ვის აფინანსებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.
როგორც ჩვენთვის გახდა დავით საგანელიძის სტიპენდიანტთა შორის რაჭაში მცხოვრები წარჩინებული მოსწავლეებიც არიან.
„სტიპენდიების გაცემა 2015 წელს ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონის” გამართვის შემდეგ დაიწყო. დავით საგანელიძემ გადაწყვიტა ამ ჩემპიონატში II და III ადგილზე გასული ბავშვებიც არ დარჩენილიყვნენ უყურადღებოდ და მათ 1 წლიანი სტიპენდია დაუნიშნა. სტიპენდიანტები შევარჩიეთ 2016 წელსაც, 2 ბავშვი სოფელ ღებიდან და სოფელ პიპინეთიდან. ესენი არიან წარჩინებული და სოციალურად შეჭირვებული ბავშვები და პროცესი გაგრძელდა 2017 წელსაც. ორი ბავშვი ონიდან და 2 ამბროლაურიდან, ასევე 1 წლის განმავლობაში იღებდა დავით საგანელიძის სტიპენდიას“, - განაცხადა GBC-სთან ონის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირმა შაქარაშვილმა.
ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს და მის მეუღლეს საქველმოქმედო მიზნებისთვის, 2017 წელს, 101 250 ლარი აქვთ დახარჯული.
როგორც რამდენიმე დღის წინ საგანელიძემ “პალიტრა TV”-ს ეთერში განაცხადა მისი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში. წინა წლებში და 2017 წლის მონაცემებით, ფინანსდებოდნენ სამედიცნო უნივერსიტეტის სტუდენტები, საჯარო და მუსიკალური სკოლები, რომელიც დავით საგანელიძეს აქვს დამთავრებული და ასევე ონკოლიგიის ცენტრის ბავშვთა განყოფილება და რაჭაში მცხოვრები მოსწავლეები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss