ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
SPAR -ის სუპერმარკეტების ქსელი დეილი გროსერი შეუერთდა
23 თებერვალი, 2018, 10:41
SPAR -ის  სუპერმარკეტების ქსელი დეილი გროსერი შეუერთდა

თბილისი (GBC) -  SPAR საქართველოს  რეგიონული ფრენჩაიზინგის განვითარების პროექტის ფარგლებშილოკალური სუპერმარკეტების ქსელი DAILY GROCERY შეუერთდა. 

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, „დეილი“-ს სუპერმარკეტებში ცვლილებები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამჟამად „დეილი გროსერი“ ბაზარზე  წარმოდგენილია 24 მაღაზიით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს.

"მიმდინარე წლის განმავლობაში „დეილი“-ს სუპერმარკეტები ეტაპობრივად მოერგება "სპარ"-ის საერთაშორისო სტანდარტებს- არსებულ მაღაზიებში გაფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტი, დაემატება მზა კერძების წარმოება, განხორციელდება მაღაზიების სრული რებრენდინგი, ამასთან ერთად "სპარ"-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნება 25-მდე ახალი მაღაზია. აღსანიშნავია რომ „დეილი“-ს ყველა თანამშრომელი "სპარ"-ის გადამზადების ცენტრში გაივლის სპეციალურ გადამზადებას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საცალო გაყიდვებში კვალიფიცირებული კადრების ფორმირებას", - აცხადებენ  SPAR -ში. 

„დეილი“-ს შემოერთებით "სპარ"-ის ქსელი საქართველოში უკვე ითვლის 96 მაღაზიას და წლის ბოლომდე საქართველოში "სპარ"-ის ქსელი 160 მაღაზიამდე გაიზრდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები