ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევა 1 მარტიდან სავალდებულო იქნება
22 თებერვალი, 2018, 17:18
უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევა 1 მარტიდან სავალდებულო იქნება

თბილისი (GBC) - 1 მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტო-ტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისასმესამე პირის მიმართ  სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება.

ახალ სისტემაში ყველა სადაზღვევო კომპანიაა ჩართული, მის შეუფერხებელ განხორციელებას კი, სავალდებულო დაზღვევის ცენტრი უზრუნველყოფს.

ცენტრის დირექტორის გიორგი ჩაჩუას განცხადებით, სავალდებულო დაზღვევის ამ პროდუქტის ამოქმედება იცავს საქართველოს მოქალაქეებს, მათ ჯანმრთელობას თუ ქონებას იმ პოტენციური რისკებისგან, რაც შესაძლოა მათ მიადგეს უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან.

მისი თქმით, უკვე მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის  სპეციალური ცხელი ხაზი 2301111.

„სავალდებულო დაზღვევის ცენტრი შექმნილია საქართველოში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ და ახორციელებს სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციასა და ზარალების დარეგულირებას“ -  განაცხადა გიორგი ჩაჩუამ.

როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ამოცანა ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის ამაღლება, სადაზღვევო ბაზრის ზრდა და დაზღვევის სოციალური სიკეთის მომხმარებლემამდე მიტანის ხელშეწყობაა.

მისი განცხადებით, კონკრეტულად  ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე დღეში  საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტოტრანსპორტისთვის მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება, არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად მოიტანს ამ სადაზღვევო პროდუქტის ცნობადობის ამაღლებას, ბაზარს მოუტანს დამატებით შემოსავლებს და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან სრულად დაცულნი იმ მატერიალური რისკებისგან, რაც შესაძლოა მათ მიადგეთ უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან.

„კიდევ უფრო გასაგებად რომ აიხსნას - 1 მარტიდან უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული მანქანები, საქართველოში შემოსვლისთანავე  ვალდებულნი იქნებიან დააზღვიონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ანუ 1 მარტიდან, თუ არაქართული ნომრიანი მანქანა გამოიწვევს რაიმე სახის ზარალს, ამ ზარალს საქართველოს მოქალაქეებს აუნაზღაურებს სწორედ ეს ცენტრი, სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილი ეს ორგანიზაცია, რომელიც იქნება მოდერატორი სადაზღვევო შემთხვევებისას და დაარეგულირებს ზარალებს“, -აღნიშნა სულამანიძემ

1 მარტიდან სადაზღვეო პაკეტების შეძენა შესაძლებელია ცენტრის ფილიალებში, რომლებიც მდებარეობს შესაბამის საბაჟო პუნქტებთან ახლოს (სარფი, წითელი ხიდი, ყაზბეგი, სადახლო), ხოლო სხვა დანარჩენ საზღვრებთან შემდეგ გაყიდვის წერტილებში: ბანკებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, ვებ გვერდზე www.tpl.ge ასევე აგენტებსა და ბროკერებთა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები