ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაკურიანი პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა
22 თებერვალი, 2018, 14:24
ბაკურიანი პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა

თბილისი (GBC) - ბაკურიანში ჩატარებულ პირველ საერთაშორისო შეჯიბრს სკი კროსში  უცხოელი სპეციალისტების დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„ ყველა ეჭვი, რომელიც შეჯიბრებამდე არსებობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ბაკურიანი საერთაშორისო კლასის შეჯიბრის ჩასატარებლად, ახლა უკვე გამქრალია, რადგან ეს ორდღიანი ტურნირი წარმატებით დასრულდა. მიიღეთ ჩემი მილოცვები და კომპლიმენტები“ - განაცხადა FIS - ის ტექნიკურმა დელეგატმა, რაინჰალდ რუდოლფ კრამპფელმა დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისას.   

სკი კროსში  შეჯიბრს ბაკურიანმა 16-17 თებერვალს უმასპინძლა. შეჯიბრში  მონაწილეობა საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთის და ავსტრალიის მოთხილამურეებმა მიიღეს.  სულ 25 სპორტსმენმა იასპარეზა.

საპატიო, საპრიზო ადგილები ავსტრიელმა და ავსტრალიელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს.  მოპოვებული ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ბაკურიანის შეჯიბრი უცხოელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ფრანგი და გერმანელი სპეცილისტების კონსულტაციის შედეგად იქნა აშენებული სპეციალური, ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასაც. მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ის ზომები, რასაც საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.

სკი კროსის შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრის პარტნიორი იყო კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

 სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ:  www.fis-ski.com

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები