| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
სააგენტოს ცნობით, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფორმების საფუძველი, კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწის, ცვლილებების შემუშავების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის წევრთა აქტიური ჩართულობა და თანამონაწილეობაა; ასევე კონკურენციის ადვოკატირების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, დაგეგმვა და ორგანიზება; კონკურენციის სფეროში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მეთოდური დახმარება, კვლევების წარმოება, კონსულტაციების გაწევა; ლექციების, პრეზენტაციების, სემინარების გამართვა საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მათ შორის, ასოციაციის წევრებისათვის, იურიდიული/საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენელთათვის, ბიზნესსექტორისათვის და ა.შ.
„ვფიქრობ, დროა კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დეტალური, სიღრმისეული და გაფართოებული განხილვა გავაძლიეროთ და აზრთა სხვადასხვაობის, მსჯელობის, რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშაოთ ეფექტიანი კანონმდებლობა. დასაწყისშივე სწორად უნდა განვსაზღვროთ კონკურენციის პოლიტიკის ის ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო მიდგომები, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან დაწყებულია და ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობაც ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა მემორანდუმის გაფომებისას.
დავით ასათიანმა პროგრესული უწოდა თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტოსთან მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის ფორმატის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss