| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საუდის არაბეთის უმსხვილესი კომპანიების Acwa Power-ის და Abunayyan Holding-ის მფლობელი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა.
შეიხ მუჰამედ აბუნაიანს საქართველოს საინვესტიციო გარემო სამეფოში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ წარუდგინა.
საელჩოს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
Acwa Power-ი ძირითადად წარმატებით მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკის სფეროში. კომპანიის საერთო აქტივები 30 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. იგი ამჟამად ოპერირებს აზიისა და აფრიკის 11 ქვეყანაში. კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, მომავალში ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობის შესწავლის, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის და განახლებადი ენერგიის რესურსების უკეთ გაცნობის მიზნით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss