ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის აეროპორტიდან ფრენებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია იწყებს
21 თებერვალი, 2018, 14:10
თბილისის  აეროპორტიდან  ფრენებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია იწყებს

თბილისი (GBC) - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს.

როგორც "პირველ არხს" „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ განუცხადა, მოლაპარაკებები გაიმართა რუმინულ ავიაკომპანია Blue Air-თან, რომელიც ფრენებს ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით გეგმავს.

საქართველოს ბაზარზე შემოდიან ქუვეიტური ავიაკომპანიები Kuwait Airways-ი და Jazeera Airways-ი.

ამასთან, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილის ინფორმაციით, თბილისში ფრენებს დაიწყებს ირანის უმსხვილესი ავიაკომპანია Iran Air.

მარტის ბოლოდან თბილისიდან ევროპის რამდენიმე ახალი მიმართულებით იფრენს  „ჯორჯიან ეარვეისი“ („აირზენა“).

მუშაობის დაწყებას დედაქალაქში ასევე გეგმავს ახალი ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი, რომელიც ჩინური ინვესტიციით დაფუძნდა.

თეა ზაქარაძის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საავიაციო ფორუმის ფარგლებში, მოლაპარაკებები გრძელდება სხვა ავიაკომპანიებთანაც.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები