ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იციკ მოშე: ისრაელის Hi-Tech კომპანიები საქართველოთი ინტერესდებიან
მარიამ მინაძე
21 თებერვალი, 2018, 12:25
იციკ მოშე: ისრაელის Hi-Tech კომპანიები საქართველოთი ინტერესდებიან

თბილისი (GBC) -  ისრაელის ჰაი-ტეკ კომპანიები საქართველოს ბაზრით დაინტერესდნენ და პირდაპირი საქმიანი კავშირის დამყარების ინიციატივაც აქვთ.

სწორედ ამ ინიციატივის პასუხად, „ისრაელის სახლის“ ხელშეწყობით, 18 აპრილს შოუ-რუმი გაიხსნება. 

„ჩვენ ამ ურთიერთობებში ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, რაც შემდეგ იმპულსს მისცემს სხვადასხვა მიმართულებებს, რათა ჩამოყალიბდეს პირდაპირი საქმიანი კავშირები“, - აცხადებს იციკ მოშე და აღნიშნავს, რომ დაინტერესებაა ისრაელში საქართველოს პოტენციალის წამოჩენის მხრივაც.

მისი თქმით, საუბარი ჯერ არ არის ერთობლივ პროექტებზე. ერთობლივი პროექტები არის დღეიდან მეოთხე ეტაპი.

„ისრაელი მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა აღნიშნულ სფეროებში, ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ საქართველოსთვის პირდაპირი ხიდები ისრაელთან, რათა ეზიაროს მსოფლიო დონის მიღწევებს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის სად განთავსდება შოურუმი, ერთ-ერთ ლოკაციად თავად „ისრაელის სახლი“ განიხილება.

 მისი თქმით, პარალელურად, ერთ-ერთი საინვესტიციო ჯგუფი ხსნის სტარტაპების სკოლას.

„ეს ყველსფერი იძლევა იმის საფუძველს, გაფართოვდეს დაინტერესება და ურთიერთობები ამ მიმართულებით, არის დიდი პოტენციალი, ისრაელის მსგავსად, საქართველო ჩამოყალიბდეს სტარტაპ ქვეყნად“, - აცხადებს ის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები