ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფოთში 106 მილიონი ლარის პროექტები იწყება
20 თებერვალი, 2018, 12:47
ფოთში 106 მილიონი ლარის პროექტები იწყება

თბილისი (GBC) - ფოთში საცურაო აუზი და მრავალფუნქციური კომპლექსს 14.5 მილიონად COBRA ააშენებს.

სწორედ,  კომპანია COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia  არის ტენდერის გამარჯვებული. 

ფოთის მერიის ცნობით,  სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ფოთში კიდევ 2  ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი დასრულდა.

ფოთის წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერისიმედი“ შეასრულებს.

 პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტის ღირებულება 1 340 268 ლარია.  სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება.

 ხელშეკრულება გაფორმდა ჰოლანდიურ კომპანია „TAHAL Group BV”-თანაც.  პროექტის ფარგლებში, ფოთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები.

 სამუშაოების ღირებულება 89 943 800 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლის 31 ივლისს დასრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები