ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ-ი კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსს 5000 ლარიანი ხელფასს სთავაზობს
19 თებერვალი, 2018, 22:06
სებ-ი კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსს 5000 ლარიანი ხელფასს სთავაზობს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსის  და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მომსახურების განყოფილების უფროსის ეძებს.

თითოეულის ხელფასი 4996 ლარით (დაირიცხული) არის განსაზღვრული. 

ქვეყნის მთავარმა ბანკმა ვაკანსიები უკვე გამოაცხადა და 28 თებერვლამდე მსურველთა განაცხადებს ელის.

შერჩეულ IT სპეციალისტს   ბანკის საინფორმაციო სისტემების და მისი ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალება.

მასვე მოუწევს  ბანკის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის, პოლიტიკების, ჩარჩოს, პროცედურების და პროცესების შემუშავება და დანერგვა, რათა მოხდეს შესაძლო კიბერ ინციდენტების და კიბერ შეტევების პრევენცია, დროული აღმოჩენა და რეაგირება; ასევე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და ტესტირება.

მომსახურების განყოფილების ფუნქცია კი,  ბანკის მომხმარებელთა პირველი დონის მხარდაჭერა იქნება.

უკვე ცნობილია კონკურსი ინტერვიუს სახით ჩატარდება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები