| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – გაზრდილი მგზავრთნაკადის შეუფერხებელი მომსახურებისთვის, მთავრობას ბათუმის აეროპორტის გაფართოება სურს.
აეროპორტის მმართველ Tav Holding-თან მოლაპარაკებები პირველმა ვიცე-პრემიერმა დაადასტურა.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის შარშანდელი წელი ძალზე ნაყოფიერი იყო. ამ ეტაპზე მთავრობა ოპერატორ კომპანიასთან მუშაობს ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, რათა მოხდეს აეროპორტის კიდევ უფრო განვითარება და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაწყებული ზრდის ტრენდი იანვარშიც გაგრძელდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის პირველ თვეს 10 504 მგზავრს მოემსახურა, 110%-ით მეტს 2016 წლის იანვართან შედარებით. შარშან კი, ზღვისპირა ქალაქის აეროპორტით თითქმის 0.5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.
ავიამიმოსვლის ზრდის პასუხად უკვე გაფართოვდა თბილისის აეროპორტი. მას მეორე, მოფრენის ტერმინალი დაემატა. „ჩვენი მიზანია თბილისის აეროპორტი ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად საერთაშორისო ავიაგადამყვანებისთვის“, - ამბობს ქუმსიშვილი.
გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისშიც, სადაც 2019 წლის დასაწყისისთვის 3-ჯერ გაიზრდება ტერმინალის გამტარუნარიანობა.
შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველოს აეროპორტები 4 073 959 მგზავრს მოემსახურა, წლიურ ჭრილში ზრდა 43.43 % -ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss