| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და გახდეს კონკურენტული, ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი მიმართულება საპენსიო რეფორმაა, კერძოდ მე ვგულისხმობ დაგროვებითი პენსიის მოდელის შემოღებას, ეს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც თავის თავში გულისხმობს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს, ანუ სამი მხარის ჩართულობას, თანამონაწილეობას და სოლიდარულ პასუხიმგებლობას”, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამართული დიალოგის დროს, რომლის მთავარი თემაც იყო - „საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები“.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 45%) სოციალური ხარჯებია და მიუხედავად ამისა პენსიონერები ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენაა.
"დღეს არსებული პენსიის ოდენობა (180 ლარი) საკმარისი არ არის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას ვერ გადაჭრის პენსიის 10, 20 თუნდაც 60 ლარით გაზრდა. ამიტომაც, აუცილებელი და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები ამ მიმართულებით. კონკრეტულ დეტალებზე კი ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ და ერთობლივათ შევიმუშაოთ ოპტიმალური საპენსიო მოდელი", - აცხადებს კოვზანაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss