ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
15 თებერვალი, 2018, 10:55
ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს ოთარ ძიძიკაშვილს შეხვდა და ახლადშექმნილი სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ  ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე განიხილეს  კონკრეტული ამოცანები და პერსპექტივები, რაც სააგენტოს საქმიანობის არეალისა და უფლებამოსილებების  გაფართოებისთვის უნდა გადაიდგას. ასევე იმსჯელეს კანონმდებლობის დახვეწის კუთხით საპარლამენტო მხარდაჭერის საკითხებზე და ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევას და არის საფინანსო სექტორის მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. იგი ანგარიშველდებულია მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის წინაშე. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. ამ კუთხით მთავრობამ და პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ეხლა საჭიროა სააგენტოს წარმატებით მუშაობისთვის ხელის შეწყობა.  სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ თვალსაზრისითაც, რომ სააგენტოს მუშაობაში ჩაერთოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ასევე, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა კანონმდებლობის დახვეწის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები