| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2017 წელს 298 -მა ფიზიკურმა პირმა მიიღო, - მილიონერების შესახებ სტატისტიკა GBC- მ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.
მათი რაოდენობა, რომელთა შემოსავალი 1 -დან 5 მილიონამდე დიაპაზონშია 2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა, თუმცა კლებაა უფრო მდიდართა შორის.
5 მილიონი და მეტი შემოსავალი 2017 წელს, მხოლოდ 24 ფიზიკურ პირს აქვს მიღებული, 2016 წელს ასეთი 26 პირი იყო.
ქართველი მილიონერების შესახებ საჯარო თითქმის არაფერია. წარმოდგენილი მონაცემები არც იმ პირებს მოიცავს, რომლებსაც შესაძლოა წლიურად მილიონის შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა რამდენიმემილიონიან აქტივებს ფლობენ, ან გასულ წლებში დაგროვებული მილიონები ახლა საბანკო ანგარიშებზე აქვთ. ამის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველ მილიონერთა რაოდენობა წარმოდგენილ ციფრებზე მეტია.
*სტატისტიკა მომზადებულია „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss