| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კრიპტოვალუტების მაინინგის გამო, ისლანდიის ელექტრომომარაგებას საფრთხე შეექმნება, - იტყობინება BBC News ენერგოკომპანია HS Orka-ზე დაყრდნობით.
კომპანიის წარმომადგენელი იოჰან სიგურბერგსონი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დატა-ცენტრების მრავალრიცხოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, მათი „კვებისთვის“ უფრო მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო, ვიდრე მოსახლეობისთვის.
კომპანიის გათვლით, დატა-ცენტრების საერთო მოხმარება 840 გიგავატ ელექტროენერგიას შეადგენს, საცხოვრებელი სახლებისთვის კი, მხოლოდ 700 გიგავატია საჭირო.
ისლანდიაში არსებული კლიმატიდან გამომდინარე დატა-ცენტრების აშენება მომგებიანია, რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის სისტემის გაგრილებაზე დიდი ხარჯის გაწევა არ არის საჭირო და მეორე, მეორე ქვეყანას გააჩნია მაღალხარისხიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხები.
2017 წლის დეკემბერში Power Compare -მა დათვალა, რომ ელექტროენერგიის ხარჯების ზრდის მიმდინარე დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, დედამიწაზე წარმოებული მთელი ელექტროენერგია კრიპტოვალუტის მოპოვებაზე დაიხარჯება.
ამ დროისათვის, მაინინგზე წელიწადში 31 ტერავატი საათი იხარჯება, რაც არის პლანეტაზე წარმოებული ელექტროენერგიის 0.14%. . წილი შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ ის უკვე აღემატება რამდენიმე ქვეყნის ჯამურ მოხმარებას, მაგალითად ირლანდიის და ნიგერიის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss