| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ასობით ათასმა ბრიტანელმა მოულოდნელად აღმოაჩინა რომ მილიონერია. ამ აღმოჩენაში მათ უძრავი ქონების რეალიზაციის ბრიტანული საიტი Zoopla დაეხმარა.
კომპანიამ კვლევა ჩაატარა და სპეციალური კალკულატორიც შექმნა, რომლითაც ბრიტანეთში მოქალაქეები მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულებას განსაზღვრავენ.
Zoopla -ს კვლევა აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში 768 ათასი ბინის ან სახლის ღირებულება 1 მლნ ფუნტს აღემატება. ყველაზე მეტი ძვირადღირებული უძრავი ქონების მფლობელები კი, ლონდონელები არიან. ბრიტანეთის დედაქალაქში 1 მლნ ფუნტზე მეტი ღირებულების 430 000 -ზე მეტი სახლია. ამასთან 2016 წლის აგვისტოდან ამ ტიპის სახლების რაოდენობა 23% არის გაზრდილი.
ყველაზე ძვირადღირებული რაიონია ვესტმინსტერი. ხუთეულში შედის კენსინგტონი და ჩელსი, ქამდენი, ვანდსვორტი და ჰამერსმიტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss