ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავით ბეჟუაშვილმა  ბადაგონის მფლობელს ღირსების შელახვისთვის უჩივლა
12 თებერვალი, 2018, 15:58
დავით ბეჟუაშვილმა  ბადაგონის მფლობელს ღირსების შელახვისთვის უჩივლა

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს, გიორგი სალაყაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. 

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია. 

ბიზნესმენის ადვოკატი,  ზვიად კორძაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ  ინფორმაცია, თითქოს დავით ბეჟუაშვილს კავშირი აქვს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ამასთან, გიორგი სალაყაიამ არათუ უარყო ბრალდება, არამედ მეორე პრესკონფერენციაზეც იგივე გაიმეორა და დაადასტურა, რომ არ აპირებს ამის უარყოფას. 

"სარჩელი შეგვაქვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მოვითხოვთ მის მიერ მედიაში გავრცელებული, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფას", - განაცხადა ზვიად კორძაძემ. 

შეგახსენებთ, კომპანია „ბადაგონის“ მფლობელი  გიორგი სალაყაია კომპანიის წილებთან დაწყებულ დავასთან  დაკავშირებით დავით ბეჟუაშვილის ინტერესს ხედავს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები