ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Bloomberg -მა დათვალა რამდენი დღე გასწვდებოდა ბიძინა ივანიშვილის ქონება სამთავრობო ხარჯებს
12 თებერვალი, 2018, 15:39
Bloomberg -მა დათვალა რამდენი დღე გასწვდებოდა ბიძინა ივანიშვილის ქონება სამთავრობო ხარჯებს

თბილისი (GBC) -  საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება 5.8 მილიარდია  ყველა სახელმწიფო ხარჯის გასტუმრებას 430 დღის განმავლობაში შეძლებდა, - ასეთია Bloomberg-ის ახალი შეფასების შედეგი.

გავლენიანმა სააგენტომ რობინ ჰუდის ინდექსი  გამოაქვეყნა და დათვალა რამდენი დღე ეყოფოდა ამა თუ იმ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ქონება ამავე სახელმწიფოს ხარჯებს.

საქართველო ამ მაჩვენებლით მხოლოდ კვიპროსს ჩამორჩება, სადაც Bloomberg-ის გათვლით, უმდიდრესი ადამიანის ჯონ ფრედრიკსენის ქონებით (10.4 მლრდ) კვიპროსის შენახვა 441 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.  ორივე ქვეყანა რეიტინგის ბოლოსაა.

ინდექსში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბიუჯეტო ხარჯი ყოველდღიურად 13,5 მილიონია.

რეიტინგში სულ 49 სხვადასხვა ქვეყანაა, განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმით და ხარჯებით. მაგალითად, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის ჯეკ მას ქონება სახელმწიფო ხარჯების გასტუმრებას მხოლოდ 4 დღის განმავლობაში შეძლებდა. ასეთივე მაჩვენებლები აქვთ იაპონიასდა პოლონეთს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები