ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აბსურდული და არასერიოზული - ქუმსიშვილი ბადაგონის მფლობელის ბრალდებას პასუხობს
12 თებერვალი, 2018, 12:15
 აბსურდული და არასერიოზული - ქუმსიშვილი ბადაგონის მფლობელის ბრალდებას პასუხობს

თბილისი (GBC) - "ბადაგონთან“ დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს - პირველ რიგში,  ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს „ბადაგონთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება - რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე  მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. ხოლო რაც ეხება უკვე თვითონ დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

შეგახსენებთ, ბადაგონის მფლობელებს შორის წილებზე დავა მიმდინარეობს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები