| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მედიაში გუშინ გავრცელებული ინფომაცია იმის შესახებ რომ, საბავშვო ბაღებში შესული თევზი საფრთხეს შეიცავდა- არასწორია. ამის შესახებ განცხადება, შპს ,,ნილი“-ს დირეტქორმა, კახა გირგაძემ გააკეთა.
GBC-სთან საუბარში გიორგაძე ამბობს, რო თევზი, რომელიც აღსაზრდელებმა 9 თებერვალს ბაღებში მიირთვეს, სრულიად შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, მას არც ვარგისიანობის ვადა ჰქონდა დარღვეული და არც შენახვის პირობები.
მისივე განცახდებით, ერთადერთი პრობლემა, რაც ამ თევზთან დაკავშირებით იყო, არის ეტიკეტირების პირობების დარღვევა, რიც გამოც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ შპს ,,ნილი“ , ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით დააჯარიმა.
,,პროდუქტის ეტიკეტირების პროცესში მოხდა მექანიკური ხარვეზი, რის შედეგადაც ზოგიერთ ბაგა-ბაღში სადისტრიბუციოდ გამზადებულ თევზის ფილეს აკლდა ეტიკეტის მეორე ნაწილი, რომელშიც მითითებული არ იყო თევზის ფილედ გადაქცევის თარიღი, რის გამოც, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩათვლა, რომ თევზი არ შესაბამებოდა ნორმით გათვალისწინებულ პირობებს, სწორედ ამიტომ, მათმა განცადებამ გამოიწვია ცრუ განგაში მედიის გარკვეულ ნაწილში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თევზი როემლიც ბაღებში შევიდა, მისი ნორმები სრულიად იყო დაცული და იგი არანაირ საფრთხეს არ შიცავდა. თევზის ვარგისიანობის ვადა იყო 2019 წლის 1 სექტემბრამდე. ( თევზი დაჭერილია 2017 წლის 8 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ამერიკაში. ხოლო ფილედ იქცა სტადნარტების სრული დაცვით მიმდინარე წლის 6 თებერვალს.) თევზის ფილედ გადაქცევის შემდეგ მისი ვარგისიანობა არის 3 თვე. ვინაიდან თევზი ფილედ იქცა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხოლო ბაღებში შევიდა 9 თებერვალს, გამოდის რომ თევზის ვარგისიანoბა იყო 6 აპრილამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშინ ბაღებში შესული თევზი არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.“ -განაცხადა შპს ,,ნილი“-ს დირეტქორმა კახა გიორგაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss