ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ლონდონის საფონდო ბირჟის გამოცდილების გაზიარება სურს
9 თებერვალი, 2018, 15:22
საქართველოს ლონდონის საფონდო ბირჟის გამოცდილების გაზიარება სურს

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მარკ პრიტჩარდს შეხვდა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

„ორ ქვეყანას შორის მუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ვგეგმავთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და გაზრდას. ეს საშუალებას მისცემს ბრიტანულ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელსაც ვგეგმავთ განათლების სფეროში. განვიხილეთ, ასევე, საფონდო ბირჟის და კაპიტალის ბაზრის რეფორმის საკითხები საქართველოში. მოგეხსენებათ, ლონდონის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში და შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოსთან გაღრმავდეს ურთიერთობები ვაჭრობისა და საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ბრიტანულ ბიზნესწრეებში. საფინანსო, საბანკო სექტორები, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, განათლების სფერო - ეს ის საკვანძო სექტორებია, სადაც შესაძლებელია პარტნიორობის გაღრმავება,“ - აღნიშნა ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მარკ პრიტჩარდმა.

 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები