ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IDFT-მ მეტროსადგურ ახმეტელის ტენდერში შესაძლო გარიგება გამოავლინა
9 თებერვალი, 2018, 14:34
IDFT-მ  მეტროსადგურ ახმეტელის ტენდერში შესაძლო გარიგება გამოავლინა

თბილისი (GBC) - IDFT-მ  მეტროსადგურ ახმეტელის ტენდერში შესაძლო გარიგება გამოავლინა. 

ორგანიზაციამ მეტროსადგურის ტენდერი შეისწავლა და გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ ტენდერში მოანაწილე შპს „დამბამ“ და შპს „ყვარელრემმშენმა“ ხელოვნურად გაზარდეს წინადადების ფასი და შემდგომ გაინაწილეს თანხა.

"იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე კომპანიები თანხმდებიან ხელშეკრულებების განაწილებაზე, სატენდერო წინადადებების ფასებზე ან ერთმანეთის ხელშეკრულებების შესრულებაზე სისტემის გვერდის ავლით, ვიღებთ მოჩვენებით კონკურენციას, უხარისხო მომსახურებას და სახელმწიფო რესურსების არა ეფექტიან გამოყენებას", - მიიჩნევს ორგანიზაცია. 

მათ რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. კერძოდ: 

რისკების შესამცირებლად საჭიროა ქვეკონტრაქტების გაფორმების აქტიური მონიტორინგის სისტემის დანერგვა. კომპანიებს შორის შესყიდვებში მონაწილეობისას გარიგებები ქმნიან უხარისხო მომსახურებისა და სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი გამოყენების რისკებს.

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას უნდა დაემატოს ქვეკონტრაქტორის ცნება და უნდა გაიწეროს შესაბამისი პროცედურები, მაგალითად: ქვეკონტრაქტირების მაქსიმალური ზღვარი, სატენდერო მოთხოვნები, და დოკუმენტების საჯაროობა.

 IDFI-ის ანალიზი შესაძლო გარიგება მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტენდერში იხილეთ სრულად აქ: ↔http://bit.ly/2nNh4fd

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები