| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - ე.წ. რიყის დოქების ბედი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება თეატრი იყოს, შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი“, - ციტირებს კალაძეს სააგენტო BPN.
შენობის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყთუმცა ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრის შენობა 2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა. ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის მაქსიმილიანო ფუქსასის მიერაა დაკომპლექტებული და მისი მშენებლობა ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss