| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლარიზაციის კამპანიის აქტიური მონაწილე დიმიტრი ქუმსიშვილი ლარში დანაზოგს არ აკეთებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და მისი მეუღლეს დეპოზიტები მხოლოდ დოლარსა და ევროში აქვთ, სადაც 4 571 დოლარს და 11 286 ევროს ინახავენ.
პირველ ვიცე-პრემიერს გასულ წელს ხელფასის სახით 73 967 ლარი აქვს მიღებული, მის მეუღლეს 1541.61 ლარი. წლიურ შემოსავლებშია 13312 ლარიც, რომელიც მინისტრის ოჯახმა იჯარიდან მიიღო.
ქუმსიშვილი შპს „კვირის პალიტრას“ პარტნიორიცაა, ერთობლივი კომპანია „რეშენალ სოლუშენსის“ 10% ფლობს, საიდანაც შემოსავლის სახით 6175 ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ამ კომპანიიდან შემოსავალი 45 030 ლარი იყო.
რაც შეეხება მინისტრის აქტივებს. მასი ოჯახის მფლობელობაში თბილისში 5 ბინა, სახლი ლამისყანაში, ასევე სახლი და მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროში და მიწის ნაკვეთები წყნეთში. ე.წ ნუშის ბაღის ტერიტორიაზე. ამ ქონების საბაზრო ღირებულება უცნობია. მათი ნაწილი მემკვიდრეობით არის მიღებული ან ნაჩუქარია. სხვა ქონების შეძენისას კი, გასულ წლებში დიმიტრი ქუმსიშვილს ჯამში 451 507 ლარი აქვს გადახდილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss