| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერია წელს 100 ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
სიახლე კახა კალაძემ დააანონსა, აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ბიუჯეტში გამოიძებნა თანხები. საუბარია 50 მლნ ლარის გამოყოფაზე.
"წელსვე ვგეგმავთ სულ მცირე 100 ავტობუსის შეძენას, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის და რაც მთავარია, კომფორტული", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ავტოპარკი მთლიანად ჩანაცვლდება.
რა ბრენდის ავტობუსები შეემატება თბილისს უცნობია. მერი ამბობს, რომ მწარმოებლებთან მიმდინარეობს მუშაოება, რომ დადგინდეს რა ტიპის ავტობუსების შეძენა იქნება მიზანშეწონილი.
"უახლოეს პერიოდში მერია დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა წლის ბოლოს დედაქალაქში შემოვიდეს იმპორტირებული ავტობუსები", - განაცხადა კალაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss