ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფეირისა და დომესტოსის უკანონო დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს
7 თებერვალი, 2018, 11:23
ფეირისა და დომესტოსის უკანონო დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს

თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა   კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა,  რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში,  სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების – „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის  დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები