| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - NATO-ს ექს - გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა, - ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.
ამ ბანკის მფლობელი რუსი ბანკირი გრიგორი გუსელნიკოვია, რომელიც ასევე რუსი ოლიგარქის მიხეილ გუცერიევთან ერთად "სბერბანკის" უკრაინული შვილობილის შეძენასაც გეგმავდა. გუცერიევი აშშ-ს "კრემლის ანგარიშშიც" მოხვდა, როგორც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი.
რასმუსენი 2009-2014 წლებში იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. 2001-2009 წლებში კი, დანიის პრემიერ-მინისტრი.
"ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება სასარგებლო იქნება Norvik Banka -სთვის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის და ლატვიასა და ევროკავშირში ზრდის სტრატეგიის ფორმირების კუთხით", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss