ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წლის ბოლომდე აჭარა ჯგუფი ორ სასტუმროს გახსნის
მარიამ მინაძე
6 თებერვალი, 2018, 23:24
წლის ბოლომდე აჭარა ჯგუფი ორ სასტუმროს გახსნის

თბილისი (GBC) - წლის ბოლომდე აჭარა ჯგუფი ორ სასტუმროს გახსნის, მათგან ერთი სასტუმრო  "სტამბაა", რომლის გახსნა ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, მეორე მიტარბში მშენებარე Rooms Hotel -ი.

ჯგუფის დირექტორი ვალერი ჩეხერია GBC-სთან ამბობს, რომ გაზაფხულზე დასრულდება “სტამბის” პირველი ნაწილის მშენებლობა, რაც რესტორანს და კაზინოს მოიცავს, ხოლო წლის ბოლომდე სასტუმრო სრულად შევა ექსპლუატაციაში.

რაც შეეხება მიტარბის პროექტს, იქ  100 ნომრიანი “რუმსის” მშენებლობა ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

ბიზნესმენი ამბობს, რომ “სტამბის” კაზინოსთვის ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობასთან ლიცენზიის მისაღებად.

ჩეხერია ბათუმში შეჩერებული სასტუმროს მშენებლობაზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტებში ზემოთხსენებული ორი სასტუმროა, ბათუმის პროექტი კი დღის წესრიგში მათი დასრულების შემდეგ დგას.

“ეს იქნება ქართული ბრენდი, რუმსი თუ ფაბრიკა არ ვიცით, თუმცა პროექტის განხორციელება კვლავ აქტიურად გვსურს”, - აღნიშნავს ჩეხერია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები