| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პეტრო პოროშენკოს პარტიამ ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის შექმნაში გიორგი ვაშაძის "ინოვაციებისა და განვითარების ფონდს” 1.058 მლნ გრივნა გადაუხადა.
მონაცემს, პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე დაყრდნობით, Delo.ua ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, ქართველი პოლიტიკოსის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა თანხა გასულ წელს რამდენიმე ტრანშად მიიღო.
შეგახსენებთ, კანონპროექტი უმაღლეს რადაში გასული წლის დეკემბერში შეიტანეს, თუმცა პარლამენტის მიერ ჯერ განხილურლი არ არის.
იანვარში პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი რადაში პირველი მოსმენისას შეიცვლება, მასში გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის და სავალუტო ფონდის მოთხოვნებს.
უკრაინაში ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss