ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ამერიკული ინდექსების ჩამოშლამ 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 114 მილიარდით შეამცირა
6 თებერვალი, 2018, 12:42
ამერიკული ინდექსების ჩამოშლამ 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 114 მილიარდით შეამცირა

თბილისი (GBC) - ორშაბათის ვაჭრობა Wall-Street -ზე ამერიკული ინდექსების ჩამოშლით დასრულდა.

Dow Jones -ის ინდექსმა 1 დღეში 1200 პუნქტი დაკარგა, ანუ 4.6%-იანი ვარდნა აჩვენა, რაც რეკორდულია მისი ისტორიის მანძილზე, ასევე რეკორდულია პროცენტულ გამოსახულებაში 2011 წლის აგვისტოდან, როცა ევროზონაში სავალო კრიზისი მძვინვარებდა.

მინუსშია S&P 500 -იც. 4%-იანი ვარდნით დასრულებული ორშაბათი,  მისთვის ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა.

Bloomberg -ის ცნობით, ინდექსების ვარდნა დაემთხვა კომპანია Sheffer Corp  -ის ქარხანაში აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც ის ამერიკული ეკონომიკის წარმატებაზე, მათ შორის საგადასახადო რეფორმაზე საუბრობდა.  საფონდო ინდექსების ვარდნა კი, ტრამპს გამოსვლისას არ უხსენებია. 

Assoсiated Press -ი   აღნიშნავს, რომ აშშ-ში ვარდნა გასულ პარასკევს დაიწყო. ინვესტორებს ინფლაციის ტემპი  და საპროცენტო განაკვეთები აშფოთებთ.

Bloomberg -ის ცნობით, საფონდო ინდექსების ჩამოშლამ 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 1 დღეში 114 მილიარდით შეამცირა. ყველაზე მეტად უორენ ბაფეტი დაზარალდა. მისი ქონება ერთბაშად 5.1 მილიარდით შემცირდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები