ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ეფრემ ურუმაშვილი: კრიპტოვალუტა კლასიკურ ფულს აუცილებლად ჩაანაცვლებს
2 თებერვალი, 2018, 13:48
ეფრემ ურუმაშვილი: კრიპტოვალუტა კლასიკურ ფულს აუცილებლად ჩაანაცვლებს

თბილისი (GBC) - ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტების გაუფასურების მიუხედავად, ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი მის  მომავალში დარწმუნებულია. 

"კრიპტოვალუტა კლასიკურ ფულს აუცილებლად ჩაანაცვლებს, ეს გარდაუვალი და საკმაოდ ახლო მომავლის ამბავია, – განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა პირველი არხზე სტუმრობისას და დასტურად მსოფლიო პრესა მოიხმო.

"ეკონომიკის კუთხით, 21–ე საუკუნის მომავალი ციფრულ ეკონომიკას ეფუძნება. ციფრული ეკონომიკა კი, ციფრული ვალუტის გარეშე წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ურუმაშვილმა.

Bitfury Group -ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ  დღეს, დაახლოებით ათასამდე ციფრული ვალუტა არსებობს, რომლის შესახებ მსოფლიო მოსახლეობის ერთმა პროცენტმა იცის, ხოლო ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა მსოფლიო ეკონომიკის ინტერნეტიზაციამ, ანუ ბლოკჩეინიზაციამ გამოიწვია.

"დღეს ყველა მსხვილი კომპანია და ღირებული ბიზნესი ინტერნეტში იქმნება და მსოფლიო ეკონომიკის ინტერნეტიზაციამ დღის წესრიგში ახალი სახის ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა დააყენა. ეს ფინანსური ინსტრუმენტი დღეს ციფრულ ვალუტებად გვევლინება. ღირებული და სანდო ციფრული ვალუტები ბლოკჩეინზეა განთავსებული“, – ამბობს ფინანსისტი. 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი ვარდნის ტრენდისა, Bitcoin გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ შთამბეჭდავ ზრდას აჩვენებს. მაგალითად, 2008 წელს ის რამდენიმე ცენტი ღირდა, 3 წლის წინ 150 დოლარი.

ბოლო 24 საათში Bitcoin -ის ფასი ისევ დაეცა და ახლა 1 Bitcoin 8407 დოლარი ღირს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები