| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიპტოვალუტაში ფული წარმატებულად დააბანდა.
გიორგი მღებრიშვილის ახალი დეკლარაციით (29.01) ირკვევა, რომ ის 12 ბიტკოინის მფლობელია, რომელიც გასულ წელს სულ რაღაც 10 440 დოლარად შეუძენია. 2018 წლის 1 თებერვლის კურსით, მის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის ღირებულება 11-ჯერ არის გაზრდილი და 114 798 დოლარს აღემატება.
ყოფილი შს მინისტრი ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსია. მისი ოჯახის მფლობელობაში 2 სახლი და მიწის ნაკვეთია.
რაც შეეხება ფულად დანაზოგებს. დეკლარაციის შევსების მომენტში „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე მღებრიშვილს 7 759,7 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 75 000 დოლარი ჰქონდა( 2014 წელს მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და სახელფასო დანაზოგი).
გიორგი მღებრიშვილს მეუღლე და 3 შვილი ყავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss